Wednesday, December 12, 2012

როგორ შეიქმნა მოდა


სად იყო და არის მოდის ცენტრი? რა თქმა უნდა, არა ყველგან...

-ალბათ, პარიზში! - გვიპასუხებთ... - თუმცა, მოდა სენის ნაპირზე ნამდვილად არ დაბადებულა... იქ მოხვედრამდე მან იტალია, ესპანეთი მოგვიანებით კი ინგლისი გადასერა... აღსანიშნავია, რომ, მოდას, ოდითგანვე, პოლიტიკასთან ჰქონდა კავშირი.. იტალიის წვლილი, მოდის ისტორიის განვითარებაში, რენესანსის ეპოქაზე, ქალაქებისა და სახელმწიფოების აყვავების ხანაზე მოდის. სათავეში ვენეცია და ფლორენცია იყო - ორივე მნიშვნელოვანი პუნქტი, აღმოსავლეთის ქვეყნებთან შემოსავლიანი ვაჭრობისთვის. XIII საუკუნიდან მოყოლებული, იტალიაში, უკვე ძვირფას აბრეშუმის ნაჭერს ამზადებდნენ, მილანში კი ბარხატის წარმოება ვითარდებოდა... მოდის ცენტრად, როგორც წესი, იმ ქალაქსა თუ ქვეყანას თვლიდნენ, სადაც ძვირფასი ქსოვილი იწარმოებოდა. ამის მაგალითია, აბრეშუმის ქალაქი ლიონი და მისი პირდაპირი კავშირი ფრანგული მოდის მეფობასთან.

XIII საუკუნიდან მოყოლებული, პარიზისთვის, მოდის სფეროში, ახალი                                         კონკურენტი - ლონდონი, გაჩნდა..XIV-დან მოყოლებული, მოდის განვითარებას, თითქმის ყველა ფრანგი მმართველი დიდ ყურადღებას უთმობდა პარიზის გეოგრაფიული მდებარეობა, ტექსტილის წარმოების განვითარებული ტექნიკა და გამოცდილი მკერავების პროფესიონალიზმი, მოდის ცენტრის სიძლიერეს და წარმატების საიდუმლოს წარმოადგენდა.

ასე იქცა თავისუფალი და მსუბუქი პარიზი მსოფლიო მოდის ცენტრად.