Wednesday, January 23, 2013

tbilisuri moda


მოდა – ეს ხელოვნების ის დარგია, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს. გამოგიტყდებით და ეს სფერო მეც ძალიან მაინტერესებს.
საერთოდ, არსებობს თბილისში ქუჩის მოდა?! – საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია… და თან საკითხავია…
დავფიქრდი და გამახსენდა, რომ ადრე ერთ ბლოგზე ნანახი მქონდა თბილისის ქუჩის მოდის ფოტოები და ისიც გამახსენდა, რომ დიდად აღფრთოვანებული ნამდვილად არ დავრჩენილვარ.

საზღვარგარეთ არსებობენ ფოტოგრაფები, რომლებიც მუშაობენ სპეციალურად იმისთვის, რომ აღბეჭდონ ქუჩის მოდა, არსებობს ბლოგები სადაც ქვეყნდება გარეთ მოსიარულე ხალხის ჩაცმულობა. ბლოგების მიზანია აჩვენოს, რომ რიგით მოსახლეობაშიც არის შესაძლებელი იპოვო პიროვნება, რომელსაც გააჩნია საკუთარი სტილი, არ ბაძავს სხვას, ტანსაცმელში თავს გრძნობს მართლაც კომფორტულად და არა ისე, როგორც ჯოხი ტომარაში ან საკიდი იატაკზე …
თბილისის მოსახლეობამ იცის რაღაც ერთის ამოჩემება, ან ალბათ უფრო ერთმანეთის მიბაძვა, რადგან როგორ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ყველამ ერთად ზოლიანი მაისურები ამოიჩემოს ან ყველას ერთ დღეს მოეწონოს რეიბანის სათვალე?! ყველამ ერთი კვირის განმავლობაში შეიძინოს შანელის ჩანთა (რა თქმა უნდა ჩინური) და ყველამ ერთად გამოიწეროს პარიზული ბენსიმონი?!:)))

წყარო :http://styletbilisi.net და http://tiflisistyle.blogspot.co




წ ყ ა რ ო:http://www.youtube.com/watch?v=U0uxOiklnGw  

No comments:

Post a Comment