Monday, January 28, 2013

კვლევა..=)=)


მოდას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს.ის ალამაზებს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას.მას ყოველთვის ბევრი მიმდევარი ჰყავს და ყოველთვის აქტუალურია...მის შექმნას დიდი ნიჭი და ძალისხმევა სჭირდება..
       ყველა დროს თავისი სახასიათო მოდა აქვს. ბიზნესის თვალსაზრისით ის ძალიან  წარმატებულია,რა თქმა უნდა თუ ის მოწონებული იქნა ხალხის მიერ.
    ჩემი აზრით ახალი ყველაფერი რაც ინერგება სიახლე მოდის სამყაროში არის კარგად დავიწყებული ძველი და რა თქმა უნდა იმ დროისთვის წარმატებული..მოდას სხვადასხვა მიმართულებები აქვს.სხვადასხვა განხრით..ადამიანმა ის თვითონ უნდა მოირგოს,არ შეიძლება მოდას ბოლომდე აჰყვე,უნდა არსებობდეს ზღვარი რეალურსა და არარეარულს შორის.....მოდის გარეშე კაცობრიობის არცერთი ეტაპი არ არსებობს....
 

                                                         

How Jeans Are Made

ჯინსებიიი..!!!!!!

  ჯინსები
ამ უდაოდ ამერიკულ სამოსს თავდაპირველად-''დანგერებს'' ეძახდნენ.ამ სიტყვის პირველი ნაწილი dung-(ფუნა) კარგად მიანიშნებს თუ რა დანიშნულება ჰქონდა მას.''დანგერები'' თან შემოყვა ლივაი სტროსს,ემიგრანტს,რომელიც ამერიკაში საფრანგეთიდან ჩამოვიდა.მან დიდი რაოდენობით შეიძინა ძალიან დაბალი ფენისთვის განკუთვნილი ტანისამოსი და ჩამოიტანა ამერიკაში.შემდეგ კი წავიდა დასავლეთში რატა კოვბოებისთვის ერთბაშად მიეყიდა ეს ტანსაცმელი.მას ეწოდა დენიმი-უხეში ბამბის ქსოვილი. ანუ DE NIMES ასე ჩაეყარა საფუძველი ჯინსების ბაბუის ,ლივაის კომპანიას. თავდაპირველად ჯინსებს კოვბოები,სატვირთო მანქანების მძღოლები,ფერმერები და აქტიური ახალგაზრდები ატარებდნენ.ეს იყო დემოკრატიული ტანისამოსი,რომელიც გამოხატავს ოცნებას ისეთ საზოგადოებაზე,სადაც სოციალური კლასები არ არსებობენ.დღეს კი მთელმა მსოფლიომ გულში ჩაიხუტა ის,რაც თავიდან ამერიკულ ''უნიფორმას'' წარმოადგენდა.
შეიძლება ითქვას ''დანგერები'' ყველაზე ერთჯერადი კულტურული გავლენა იყო, რაც კი ამერიკას ოდესმე დანარცენ მსოფლიოზე მოუხდენია.
მოგვიანებით ტერმინი ჯინსო გამოიგონეს,როგორც უფრო რესპექტაბელური ტერმინი ვიდრე ''დანგერი'', მალე გაჩნდა ფრაზა-''დიზაინერის ჯინსი''.სწორედ ის ძველი დანგერები დღეს რამდენიმე ასეული დილარი ღირს,რადგანაც მის უკანა ჯიბეზე რომელიღაცა კარგად ცნობილი დიზაინერის ან პიროვნების სახელია ამოქარგული.

დღეს ჯინსი ყველა ასაკის წარმომადგენელს დიამოვნებით აცვია და მეც მგონია,რომ ამაზე კომფორტული სამოსი ჯერ არ შეუქმნიათ.

წყარო  ...http://www.angel.ge/index.php?newsid=7597

Friday, January 25, 2013

მამაკაცები მაღალ ქუსლებზე ამხედრდნენ :)=)=)



 ქალების მოდის სიგიჟეები არაფერია იმასთან შედარებით, რაც ბოლო დროს იმკვიდრებს ადგილს -"ქვედატანიანი" და მაღალქუსლიანი მამაკაცები. 

ვარდისფერი პერანგების, მოვლილი ფრჩხილების და ეპილაციის შემდეგ მამაკაცები ქალებს ქვედატანებსა და მაღალ ქუსლებშიც "ეცილებიან".

როგორც ჩანს, "შურისძიება" ასე გადაწყვიტეს და ქალებს ამით უხდიან სამაგიეროს წართმეული შარვლების, პიჯაკების, ჩექმებისა და ბევრი სხვა რამის გამო. თუმცა შედეგი როგორია და რომელია ვიზუალურად უფრო საინტერესო, ეს მკითხველისთვის მიგვინდვია. 

ახლა ისტერიკის ატეხა გვიანიც კია თურმე - პოდიუმზე მაღალქუსლიანი მამაკაცები ჯერ კიდევ 2006 წელს გამოჩნდნენ. "პირველი მერცხალი" მხიარული პორტუგალიელი დიზაინერი რუი ლეონარდესი იყო, რომელმაც სცადა მსოფლიო დაერწმუნებინა, რომ მსგავსი ფეხსაცმელი ძალიანაც უხდება კაცს ლურსაც კი აჩენს. 

რომ იტყვიან, ვისთვის როგორ? რუი ლეონარდესისა და მოდის სამყაროში მომრავლებული არატრადიციული ორიენტაციის დიზაინერებისთვის ქალურად ჩაცმული კაცი მართლაც სექსუალური შეიძლება იყოს, მაგრამ მათ მიერ შემოტანილ მოდას თანდათან "ჩვეულებრივი" მამაკაცებიც უწყობენ ფეხს.

რასაკვირველია, ეს ტრენდი ყველაზე მეტად გეებსა და საკულტო დიზაინერებს მოეწონათ. ამიტომაც მაღალი ქუსლები და პლატფორმა მალე გამოჩნდა რიკ ოუენსის, დოლჩე და გაბანას, ფენდის, ჟან-პოლ გოტიეს კოლექციებში...

2007 წელს მოდის მიმდევრები გააოგნა 10-სანტიმეტრიანმა ქუსლებმა, რომლებიც დიზაინერმა მარჯან პეჯოსკიმ შექმნა საგანგებოდ ტანდაბალი ქალებისთვის. 

მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ასევე სიამოვნებით ატარებს არატრადიციული ორიენტაციის მოდელიერი, ქვედატანების დიდი მოყვარული მარკ ჯეიკობსი. თუმცა თავად ამას ასე ხსნის: "მსურს, უკეთ შევიგრძნო ჩემი კლიენტებისა და მოდელების განცდები".

დღეს ევროპაში ქუსლებით ვერავის გააკვირვებ. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის თაყვანისმცემლებს შორის არიან: ნიკოლა სარკოზი, სილვიო ბერლუსკონი, ტომ კრუზი, სერ ელტონ ჯონი. ოღონდ მათ, რასაკვირველია, წვრილ ქუსლებზე დადგომა ჯერ ვერ გაურისკავთ.

საინტერესოა, რომ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ადრეც ატარებდნენ. საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV 10-სანტიმეტრიანი ქუსლის მქონე ფეხსაცმელს ატარებდა და ფეხსაცმლის ქუსლი ბატალური სცენებით იყო მოხატული. 1970-იანი წლების ბომონდსაც უყვარდა მაღალი ქუსლები. 

მაგრამ წვრილ ქუსლებზე შემდგარი მამაკაცი? დღეს ვამბობთ, რომ ამას ვერასდროს შევეგუებით. იქნებ ასე დაჟინებითაც არ შეიძლება ამის თქმა და რამდენიმე წლის მერე კაცობრიობა ამ "ლაფსუსსაც" ჩვეულებრივ ამბად მიიღებს?

სეზონის სკანდალი: მამაკაცები მაღალ ქუსლებზე  "ამხედრდნენ" (+ ფოტო+ ვიდეო)

წყარო:

http://marao.ambebi.ge/satcorao/2128-sezonis-skandali-mamakacebi-maghal-quslebze-qamkhedrdnenq-foto.html?fullComments=1

Wednesday, January 23, 2013

მოზარდების საშიში მოდა - ცოცხალი თოჯინები





რა ხანია მოდად იქცა ბარბის როლში შესული გოგონების მიბაძვა. სულ უფრო და უფრო მეტ თინეიჯერ გოგონას სურს გამოიყურებოდეს ბარბისნაირად.
მოზარდები ამისთვის თავს არ ზოგავენ, დილაუთენია დგებიან, 5-6 საათზეც კი.
ბევრი რამ აქვთ მოსასწრები: თმები საგულდაგულოდ, იდეალურად უნდა დაივარცხნონ, რამდენიმე ფენა ტონალური კრემი დაიდონ, უზადოდ დაიხატონ თვალის კუთხეები, უშველებელი წამწამები მიიწებონ, ჩაისვან ლინზები და ცოცხალ თოჯინას დაემსგავსონ. image
დღის განმავლობაშიც საქმე მრავლად აქვთ, იღებენ ვიდეორგოლებს და თანატოლებს ასწავლიან, თუ როგორ გაიკეთონ თოჯინური მაკიაჟი, როგორ შეიძლება ადამიანი იქცე თოჯინად.
ცოცხალი თოჯინები მოდაშია, თუმცა ამაში კარგი არაფერია. მათ უბრალო წაცეკვებასაც კი ბევრი მნახველი ეყოლება.
თოჯინური მოდა მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, თუმცა მისი სამშობლო აზიაა - ანიმეს სტილის განვითარება.
დროთა განმავლობაში, ტენდენციამ დასავლეთშიც გაიდგა ფესვები.imageთითქოს მსოფლიო შეიშალა, ამერიკიდან რუსეთამდე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით გოგონებს, რომლებიც იცმევენ, ლაპარაკობენ, იქცევიან როგორც გაცოცხლებული ბარბები. ამერიკის მთავარი ბარბი დაკოტა როუზია. ის სტილის დედოფლად აღიარეს. დაკოტას რომ დაემსგავსოს, ამაზე ასობით ათასობით მოზარდი გოგონა ოცნებობს. ისინი დაუსრულებლად უყურებენ დაკოტას ვიდეოებს. მეორე ცნობილი "თოჯინაა" - ვენუს პალერმო. ის ცოტა ხნით იაპონიაში ცხოვრობდა, სწორედ იქ "დაავადდა"
თოჯინური სინდრომით. image
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ თინეიჯერების თოჯინური სინდრომით გატაცება კარგს არაფერს მოიტანს. ისინი რეალური სამყაროდან წარმოსახვითში გადადიან და პიროვნულ ზრდას ანელებენ. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ეს ხელს უწყობს მოზარდი თაობის "სექსუალიზაციას", შესაბამისად კი, პედოფილიასაც. თუმცა ჯერჯერობით ამ ტენდენციებს ვერ ებრძვიან, რადგან ინტერნეტი ყველასია და მოზარდი გოგონებიც ძლიერ მიმბაძველები არიან.

წყარო: ჟურნალი "რეიტინგი"

Victoria's Secret Fashion Show 2012 2013 HD ft Justin Bieber, Rihanna, B...

tbilisuri moda


მოდა – ეს ხელოვნების ის დარგია, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს. გამოგიტყდებით და ეს სფერო მეც ძალიან მაინტერესებს.
საერთოდ, არსებობს თბილისში ქუჩის მოდა?! – საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია… და თან საკითხავია…
დავფიქრდი და გამახსენდა, რომ ადრე ერთ ბლოგზე ნანახი მქონდა თბილისის ქუჩის მოდის ფოტოები და ისიც გამახსენდა, რომ დიდად აღფრთოვანებული ნამდვილად არ დავრჩენილვარ.

საზღვარგარეთ არსებობენ ფოტოგრაფები, რომლებიც მუშაობენ სპეციალურად იმისთვის, რომ აღბეჭდონ ქუჩის მოდა, არსებობს ბლოგები სადაც ქვეყნდება გარეთ მოსიარულე ხალხის ჩაცმულობა. ბლოგების მიზანია აჩვენოს, რომ რიგით მოსახლეობაშიც არის შესაძლებელი იპოვო პიროვნება, რომელსაც გააჩნია საკუთარი სტილი, არ ბაძავს სხვას, ტანსაცმელში თავს გრძნობს მართლაც კომფორტულად და არა ისე, როგორც ჯოხი ტომარაში ან საკიდი იატაკზე …
თბილისის მოსახლეობამ იცის რაღაც ერთის ამოჩემება, ან ალბათ უფრო ერთმანეთის მიბაძვა, რადგან როგორ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ყველამ ერთად ზოლიანი მაისურები ამოიჩემოს ან ყველას ერთ დღეს მოეწონოს რეიბანის სათვალე?! ყველამ ერთი კვირის განმავლობაში შეიძინოს შანელის ჩანთა (რა თქმა უნდა ჩინური) და ყველამ ერთად გამოიწეროს პარიზული ბენსიმონი?!:)))

წყარო :http://styletbilisi.net და http://tiflisistyle.blogspot.co




წ ყ ა რ ო:http://www.youtube.com/watch?v=U0uxOiklnGw  

მოდა და პოდიუმი


პოდიუმი - ეს ის ადგილია, სადაც მოდელი იზრდება, იხვეწება და ყალიბდება, როგორც პროფესიონალი. ალბათ წარმოუდგენელია მოდა პოდიუმის გარეშე, ეს ცნება გულისხმობს უახლესი ინოვაციებითა და იდეებით გაჟღენთილი მოდური ჩვენებების ერთად თავმოყრას, მათ პრეზენტაციასა და მსოფლიო ბაზარზე გატანას, სწორედ პოდიუმიდან იწყება "მოდის საწყისი, ეტაპობრივი განვითარება" და სხვა მრავალი მოვლენა, რომელიც აუცილებელია ამ დარგის წინსვლისა და განახლებისათვის.
"მოდა და პოდიუმი" - ეს არის ერთგვარი სისტემა, რომელიც ერთობ წარმოადგენს მოდის სივრცეში მომხდარ, ყოველი გარდამავალ ან გარდაუვალ, გამიზნულად , თუ შემთხვევით მომხდარ მოვლენათა ერთობლიობას, რომელთაც მუდმივი ბალანსირება და კონტროლი ესაჭიროებათ, რომ არა ეს ყოველივე, არ იარსებებდა ისეთი ცნება, რომელსაც დღეს, თანამედროვე მოდაში - "ელემენტთა გრადაციონირებას", (ანუ ახალ იდეათა "მიცვლა-მოცვლას") უწოდებენ. ერთი სიტყვით - პოდიუმი, მოდის ერთ-ერთი და უმთავრესი "ქვეთავია", რომელიც შეიძლება ითქვას. რომ ამ სფეროს განვითარების ურყევი საფუძველია.

        მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, პარიზში, მოდური ასოციაციის ფონზე გამართულ კრებაზე წამოიჭრა საკითხი, თუროგორი უნდა იყოს პოდიუმი და რა უნდა ახასიათებდეს მას ?! ამ კითხვაზე პასუხის დასადგენად გაღვივდა ინტერესი იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პოდიუმი მოდის განვითარებისათვის. ზოგის აზრით, ადგილი, სადაც მოდელები პროფესიონალებად ყალიბდებოდნენ და იძენდნენ "ფასდაუდებელ" გამოცდილებას - პოდიუმად იწოდებოდა, მეორესმხრივ კი პოდიუმი ნიშნავდა არა მხოლოდ სივრცითი და საქმიანობითი დატვირთვის მქონე გარემოებას, არამედ ადგილს. სადაც შეიძლებოდა მომხდარიყო ახალი კოლექციებისა და სხვადასხვა ნამუშევრების ფართო პუბლიკისათვის წარდგენა, შემდეგ კი დაასკვნეს, რომ პოდიუმის უკეთ შეცნობის უმარტივესი გზა გახლდათ  ამ ორი აზრის ერთობლიობისთვის მნიშვნელობისა და საფუძვლის მინიჭება, მათი შერწყმა და ამ იდეის სწორად განხორციელება



წყარო: