Friday, January 25, 2013

მამაკაცები მაღალ ქუსლებზე ამხედრდნენ :)=)=)



 ქალების მოდის სიგიჟეები არაფერია იმასთან შედარებით, რაც ბოლო დროს იმკვიდრებს ადგილს -"ქვედატანიანი" და მაღალქუსლიანი მამაკაცები. 

ვარდისფერი პერანგების, მოვლილი ფრჩხილების და ეპილაციის შემდეგ მამაკაცები ქალებს ქვედატანებსა და მაღალ ქუსლებშიც "ეცილებიან".

როგორც ჩანს, "შურისძიება" ასე გადაწყვიტეს და ქალებს ამით უხდიან სამაგიეროს წართმეული შარვლების, პიჯაკების, ჩექმებისა და ბევრი სხვა რამის გამო. თუმცა შედეგი როგორია და რომელია ვიზუალურად უფრო საინტერესო, ეს მკითხველისთვის მიგვინდვია. 

ახლა ისტერიკის ატეხა გვიანიც კია თურმე - პოდიუმზე მაღალქუსლიანი მამაკაცები ჯერ კიდევ 2006 წელს გამოჩნდნენ. "პირველი მერცხალი" მხიარული პორტუგალიელი დიზაინერი რუი ლეონარდესი იყო, რომელმაც სცადა მსოფლიო დაერწმუნებინა, რომ მსგავსი ფეხსაცმელი ძალიანაც უხდება კაცს ლურსაც კი აჩენს. 

რომ იტყვიან, ვისთვის როგორ? რუი ლეონარდესისა და მოდის სამყაროში მომრავლებული არატრადიციული ორიენტაციის დიზაინერებისთვის ქალურად ჩაცმული კაცი მართლაც სექსუალური შეიძლება იყოს, მაგრამ მათ მიერ შემოტანილ მოდას თანდათან "ჩვეულებრივი" მამაკაცებიც უწყობენ ფეხს.

რასაკვირველია, ეს ტრენდი ყველაზე მეტად გეებსა და საკულტო დიზაინერებს მოეწონათ. ამიტომაც მაღალი ქუსლები და პლატფორმა მალე გამოჩნდა რიკ ოუენსის, დოლჩე და გაბანას, ფენდის, ჟან-პოლ გოტიეს კოლექციებში...

2007 წელს მოდის მიმდევრები გააოგნა 10-სანტიმეტრიანმა ქუსლებმა, რომლებიც დიზაინერმა მარჯან პეჯოსკიმ შექმნა საგანგებოდ ტანდაბალი ქალებისთვის. 

მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ასევე სიამოვნებით ატარებს არატრადიციული ორიენტაციის მოდელიერი, ქვედატანების დიდი მოყვარული მარკ ჯეიკობსი. თუმცა თავად ამას ასე ხსნის: "მსურს, უკეთ შევიგრძნო ჩემი კლიენტებისა და მოდელების განცდები".

დღეს ევროპაში ქუსლებით ვერავის გააკვირვებ. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის თაყვანისმცემლებს შორის არიან: ნიკოლა სარკოზი, სილვიო ბერლუსკონი, ტომ კრუზი, სერ ელტონ ჯონი. ოღონდ მათ, რასაკვირველია, წვრილ ქუსლებზე დადგომა ჯერ ვერ გაურისკავთ.

საინტერესოა, რომ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ადრეც ატარებდნენ. საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV 10-სანტიმეტრიანი ქუსლის მქონე ფეხსაცმელს ატარებდა და ფეხსაცმლის ქუსლი ბატალური სცენებით იყო მოხატული. 1970-იანი წლების ბომონდსაც უყვარდა მაღალი ქუსლები. 

მაგრამ წვრილ ქუსლებზე შემდგარი მამაკაცი? დღეს ვამბობთ, რომ ამას ვერასდროს შევეგუებით. იქნებ ასე დაჟინებითაც არ შეიძლება ამის თქმა და რამდენიმე წლის მერე კაცობრიობა ამ "ლაფსუსსაც" ჩვეულებრივ ამბად მიიღებს?

სეზონის სკანდალი: მამაკაცები მაღალ ქუსლებზე  "ამხედრდნენ" (+ ფოტო+ ვიდეო)

წყარო:

http://marao.ambebi.ge/satcorao/2128-sezonis-skandali-mamakacebi-maghal-quslebze-qamkhedrdnenq-foto.html?fullComments=1

No comments:

Post a Comment