Monday, January 28, 2013

ჯინსებიიი..!!!!!!

  ჯინსები
ამ უდაოდ ამერიკულ სამოსს თავდაპირველად-''დანგერებს'' ეძახდნენ.ამ სიტყვის პირველი ნაწილი dung-(ფუნა) კარგად მიანიშნებს თუ რა დანიშნულება ჰქონდა მას.''დანგერები'' თან შემოყვა ლივაი სტროსს,ემიგრანტს,რომელიც ამერიკაში საფრანგეთიდან ჩამოვიდა.მან დიდი რაოდენობით შეიძინა ძალიან დაბალი ფენისთვის განკუთვნილი ტანისამოსი და ჩამოიტანა ამერიკაში.შემდეგ კი წავიდა დასავლეთში რატა კოვბოებისთვის ერთბაშად მიეყიდა ეს ტანსაცმელი.მას ეწოდა დენიმი-უხეში ბამბის ქსოვილი. ანუ DE NIMES ასე ჩაეყარა საფუძველი ჯინსების ბაბუის ,ლივაის კომპანიას. თავდაპირველად ჯინსებს კოვბოები,სატვირთო მანქანების მძღოლები,ფერმერები და აქტიური ახალგაზრდები ატარებდნენ.ეს იყო დემოკრატიული ტანისამოსი,რომელიც გამოხატავს ოცნებას ისეთ საზოგადოებაზე,სადაც სოციალური კლასები არ არსებობენ.დღეს კი მთელმა მსოფლიომ გულში ჩაიხუტა ის,რაც თავიდან ამერიკულ ''უნიფორმას'' წარმოადგენდა.
შეიძლება ითქვას ''დანგერები'' ყველაზე ერთჯერადი კულტურული გავლენა იყო, რაც კი ამერიკას ოდესმე დანარცენ მსოფლიოზე მოუხდენია.
მოგვიანებით ტერმინი ჯინსო გამოიგონეს,როგორც უფრო რესპექტაბელური ტერმინი ვიდრე ''დანგერი'', მალე გაჩნდა ფრაზა-''დიზაინერის ჯინსი''.სწორედ ის ძველი დანგერები დღეს რამდენიმე ასეული დილარი ღირს,რადგანაც მის უკანა ჯიბეზე რომელიღაცა კარგად ცნობილი დიზაინერის ან პიროვნების სახელია ამოქარგული.

დღეს ჯინსი ყველა ასაკის წარმომადგენელს დიამოვნებით აცვია და მეც მგონია,რომ ამაზე კომფორტული სამოსი ჯერ არ შეუქმნიათ.

წყარო  ...http://www.angel.ge/index.php?newsid=7597

No comments:

Post a Comment