Wednesday, January 23, 2013

მოდა და პოდიუმი


პოდიუმი - ეს ის ადგილია, სადაც მოდელი იზრდება, იხვეწება და ყალიბდება, როგორც პროფესიონალი. ალბათ წარმოუდგენელია მოდა პოდიუმის გარეშე, ეს ცნება გულისხმობს უახლესი ინოვაციებითა და იდეებით გაჟღენთილი მოდური ჩვენებების ერთად თავმოყრას, მათ პრეზენტაციასა და მსოფლიო ბაზარზე გატანას, სწორედ პოდიუმიდან იწყება "მოდის საწყისი, ეტაპობრივი განვითარება" და სხვა მრავალი მოვლენა, რომელიც აუცილებელია ამ დარგის წინსვლისა და განახლებისათვის.
"მოდა და პოდიუმი" - ეს არის ერთგვარი სისტემა, რომელიც ერთობ წარმოადგენს მოდის სივრცეში მომხდარ, ყოველი გარდამავალ ან გარდაუვალ, გამიზნულად , თუ შემთხვევით მომხდარ მოვლენათა ერთობლიობას, რომელთაც მუდმივი ბალანსირება და კონტროლი ესაჭიროებათ, რომ არა ეს ყოველივე, არ იარსებებდა ისეთი ცნება, რომელსაც დღეს, თანამედროვე მოდაში - "ელემენტთა გრადაციონირებას", (ანუ ახალ იდეათა "მიცვლა-მოცვლას") უწოდებენ. ერთი სიტყვით - პოდიუმი, მოდის ერთ-ერთი და უმთავრესი "ქვეთავია", რომელიც შეიძლება ითქვას. რომ ამ სფეროს განვითარების ურყევი საფუძველია.

        მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, პარიზში, მოდური ასოციაციის ფონზე გამართულ კრებაზე წამოიჭრა საკითხი, თუროგორი უნდა იყოს პოდიუმი და რა უნდა ახასიათებდეს მას ?! ამ კითხვაზე პასუხის დასადგენად გაღვივდა ინტერესი იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პოდიუმი მოდის განვითარებისათვის. ზოგის აზრით, ადგილი, სადაც მოდელები პროფესიონალებად ყალიბდებოდნენ და იძენდნენ "ფასდაუდებელ" გამოცდილებას - პოდიუმად იწოდებოდა, მეორესმხრივ კი პოდიუმი ნიშნავდა არა მხოლოდ სივრცითი და საქმიანობითი დატვირთვის მქონე გარემოებას, არამედ ადგილს. სადაც შეიძლებოდა მომხდარიყო ახალი კოლექციებისა და სხვადასხვა ნამუშევრების ფართო პუბლიკისათვის წარდგენა, შემდეგ კი დაასკვნეს, რომ პოდიუმის უკეთ შეცნობის უმარტივესი გზა გახლდათ  ამ ორი აზრის ერთობლიობისთვის მნიშვნელობისა და საფუძვლის მინიჭება, მათი შერწყმა და ამ იდეის სწორად განხორციელება



წყარო: 

No comments:

Post a Comment